როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების მანძილზე
26/03/2021 11:10:48 საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნიზით, 26-27 მარტს საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალ მთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
27 მარტს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. 28 მარტს ნალექია მოსალოდნელი მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს.
29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 26-27 მარტს შესაძლებელია მცირე წვიმა. 27 მარტს იქროლებს ძლიერი ქარი. 28-29 მარტს უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტამპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება.


