თბილისის რომელ ობიექტებში აღმოჩნდა გაურკვეველი წარმომავლობისა და ვადაგასული ხორცი
26/03/2021 11:01:14 საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სააგენტოს ინფორმაციით, 24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობისა (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507კილოგრამი ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა:
- ი/მ – (მის: ფიფიას ქ.17) – 147. კგ ვადაგასული ხორცი;
- შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) – 340 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი;
- შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) – 100 კგ.-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი;
- შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები“ (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) – 50 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, „ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და დაექვემდებარება განადგურებას.
მისივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს :
- შპს „ნიკორას“ (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“)
- შპს „ინას“ (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5).
"სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. მიმდინარე წელს განხორციელდა 1048 სახელმწიფო კონტროლი და სხვადასხვა დარღვევისთვის 104 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა“, – სააგენტოს აღნიშნულია ინფორმაციაში.


