თბილისში მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა
26/03/2021 09:50:59 საზოგადოება
თბილისში, ჭავჭავაძეზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


