Accentnews.ge
ლევან იზორიამ ევროპულ საჭოს მის მიერ მომზადებული დასკვნის შინაარსის გამო შენიშნვა მისცა

ლევან იზორიამ ევროპულ საჭოს მის მიერ მომზადებული დასკვნის შინაარსის გამო შენიშნვა მისცა

11/07/2019 14:56:55 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ევროპულ საბჭოს მის მიერ გამოქვეყვებული დასკვნის გამო შენიშნვა მისცა. კერძიდ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, დასკვნაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი არ იყო აღნიშნული. თუმცა მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ერვოკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მხარს უჭერს. 

ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე განაცხადა, საქართველო ზრდის თანამშრომლობის დონეს ევროკავშირთან, ნატოა და აშშ–სთან, რათა ქვეყანაში გაძლიერდეს სტაბილურობა. 

„ჩვენ შავ ზღვას აღვიქვამთ ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძვლად, რომელიც აღიარებულია ევროკავშირისა და ნატო-ს მიერ. სამი კვირის წინ ევროპულმა საბჭომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამასთან საუბარია უფრო მეტ ჩართულობასა და გამყარებულ თანამშრომლობაზე. დოკუმენტში შეშფოთება იყო გამოთქმული, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია არ იყო აღნიშნული, თუმცა მნიშნველოვანია, რომ ევროკავშირი იყენებს არაღიარების პოლიტიკას და როგორც აღნიშნული პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ ჩართულები ვართ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, როგორც ნაწილს ევროკავშირის უსაფრთხოებისა. ვინაიდან ვმონაწილეობთ ევროკავშირის მისიებში ცენტრალურ აფრიკასა და მალის რესპუბლიკაში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის თანამშრომლობა არამხოლოდ ნატო-ს ჩარჩოებში.

„ორ კვირაში საქართველში ჩატარდება „ეჯაიალ ტპირიტის“ წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას ნატო-ს წევრი და მისი პარტნიორი 14 ქვეყანა, ასევე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა მიიღებენ. ეს გახლავთ პრაქტიკული ფორმატი, რომელშიც შეგვიძლია, ჩავერთოთ როგორც სამხედრო და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა რეფორმა, რომლებსაც ვახორციელებთ, შესაბამისობაშია ნატო-ს შეკავების პოზიციასთან. ჩვენ ამ წელს წარმატებული წვრთნები ჩავატარეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროცესს ჩვენმა უწყებამ უხელმძღვანელა. ჩვენ ვზრდით თანამშრომლობის დონეს ევროკავშირთან, ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა საქართველოში გაძლიერდეს სტაბილურობა და შევაკავოთ საფრთხეები რუსეთიდან. თავდაცვის სფეროში განხორციელებული ნაბიჯები კი ჩვენი დემოკრატიის დაცვას და მედეგობის გაძლიერებას ნიშნავს“, – განაცხადა, საზმაუს ცნობით, ლევან იზორიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S