Accentnews.ge
რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ვაშლიჯვრის მეწყერზე

რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ვაშლიჯვრის მეწყერზე

26/03/2021 09:31:38 საზოგადოება

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებით, ვაშლიჯვრის მეწყერი, დიდი ალბათობით, გზის მიმართულებით გადაადგილდება და ამ პროცესში თან დამატებით ნაპრალებს შექმნის.

უწყების ექსპერტიზის დასვნაში ნათქვამია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე, კლდოვან ქანებში განვითარებულია მძლავრი კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი.

"დიდი ალბათობით, მეწყრული სხეულის შემდგომი გადაადგილება საავტომობილი გზის მიმართულებით, ფერდობის სხვადასხვა ნაწილში წარმოქმნის ახალ მეწყრულ ნაპრალებს და საფეხურებს. გამოკვლეულ ტერიტორიაზე განხორციელებული რამდენიმე ვიზიტის დროს, ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე დაიკვირვა, რომ მეწყრული პროცესი აქტიურ დინამიკაშია, (დინამიკა შესამჩნევია დროის მოკლე ორდღიან მონაკვეთშიც კი), რაც მოცემულ ვითარებაში შეუქცევად ხასიათს ატარებს და ფერდობის ბუნებრივი სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის", – წერია დასკვნაში.

დასკვნის ავტორ მირზა მესხი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დაუყოვნებლივ შეწყდეს ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის (მ. მაჭავარიანის ქუჩა) შესაბამის მონაკვეთზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა და განხორციელდეს მეწყრული პროცესის უწყვეტი მონიტორინგი (დაკვირვება) შესაბამისი მეთოდიკის მიხედვით.

მისივე თქმით, უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს მეწყრული პროცესის სტაბილიზირებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის დამცავი საინჟინრო ნაგებობების დაპროექტებასა და მოწყობას შესაბამისი კვლევებისა და გაანგარიშების საფუძველზე. მესხის განცხადებით, მეწყრული პროცესის სტაბილიზირებისაკენ მიმართულ ღონისძიებად შესაძლებელია, განხილული იყოს დინამიკაში მყოფი მეწყრული მასის დაშლა და გატანა, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა, გრუნტების მელიორაცია (ცემენტაცია) და სხვა.

„გამოკვლეულ უბანზე მეყწრული პროცესების წარმოქმნა-განვითარება უკავშირდება გრავიტაციულად დაძაბულად ფერდობზე მისი ამგები ქანების წონასწორობის დარღვევას, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს, როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური ფაქტორებით: ფერდობის დახრილობით (კლდოვანი ქანების შრის წოლის ელემენტები-დაქანების აზიმუტი და დახრის კუთხე (052/180) თანხვედრაშია ფერდობის ექსპოციციასა და მისი ზედაპირის დახრილობასთან), ფერდობზე დინამიური დატვირთვების გაზრდით, ასევე, სხვადასხვა პერიოდში აღნიშნული მეწყრული პროცესის მიმდებარედ განხორციელებული საინჟინრო საქმიანობითა და სხვა ფაქტორებით", - ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S