Accentnews.ge
რესპუბლიკური საავადმყოფო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის პროცესს აჩერებს

რესპუბლიკური საავადმყოფო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის პროცესს აჩერებს

26/03/2021 09:07:14 საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის პროცესს აჩერებს და სრულად გადადის „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე. ამის შესახებ კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც „ფაიზერის“ ვაქცინა დამთავრდება, ვაქცინაცია კვლავ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება.

„კლინიკა სამშაბათიდან სრულად გადადის „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროცესზე. ამ პერიოდში შეწყდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია და როგორც კი დამთავრდება „ფაიზერი“, რადგან ის შეზღუდულია, ამის შემდეგ, ვაქცინაცია კვლავ „ასტრაზენეკათი“ გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

საქართველოში "ფაიზერით" ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S