„ფაიზერი“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა“
26/03/2021 07:53:35 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერი“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა, თუმცა მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, რომ ყველა ვაქცინა ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანია.
„რა თქმა უნდა, „ფაიზერი“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, თუმცა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა.
დარწმუნებული ვარ, საქართველოში სამწუხარო და უბედური შემთხვევის განვითარების შემდეგ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია. ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულთან ერთად, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა“,– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გურიაში ჟურნალისტებთან საუბრისას.


