საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 400–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
26/03/2021 06:59:13 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, 3 738-მდე გაიზარდა კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დღეს კორონავირუსი კიდევ 419 ადამიანს დაუდასტურდა, 307 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღევანდელი მაჩვენებელია 1,43%, ბოლო შვიდი დღის – 1,89%, ბოლო 14 დღის – 1,6%.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 341 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 964 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 377 PCR ტესტით.
გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა – 26, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც: 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 800, აჭარაში – 177, იმერეთში – 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 304 პირი, მათ შორის, თბილისში – 143, აჭარაში – 29, იმერეთში – 67. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 2, იმერეთში – 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 271 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 148, ხოლო აჭარაში – 15.
სულ 6 ოქტომბრიდან – 25 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 838 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 128 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 387 პირი, აჭარაში – 784, იმერეთში – 953“


