ბაგები-წყნეთის გზაზე დამცავი კედელის აშენების შემდეგ მოძრაობა განახლდა
26/03/2021 06:14:43 საზოგადოება
26 მარტის დილიდან ბაგები-წყნეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა. თბილისის მერიამ მიწის გასამაგრებლად დამცავი კედელი ააშენა, ფიქრობს, რომ აღნიშნული უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და სამომავლოდ ჩამოშლილი მიწის შეკავებას შეძლებს. სამუშოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მეწყრულ ზონაში მიწა გუშინ ჩამოიშალა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა 11 საათით გადაიკეტა.
„გეგმაა, რომ უშუალოდ ჩამოშლილი მიწის მასის მოხსნა და გატანა მოხდეს და იმ ადგილზე ახალი სპეციალური კედლის აწყობა, ვინაიდან მომავალში გზის ამ მონაკვეთზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაქსიმალური გარანტია გვქონდეს. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მეორე რიგის სამუშაოს, რომელის მასშტაბიდან გამომდინარე უფრო დიდი იქნება“,– განაცხადა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისში კიდევ ერთი მეწყრული ზონა ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან 18 მარტს გამოვლინდა.


