ბაიდენმა აღნიშნა, რომ საჭიროა აშშ-ევროკავშირის ჩართულობის გაგრძელება სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით
26/03/2021 05:54:04 მსოფლიო
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობები გამოაცოცხლოს. ამის შესახებ მან 25 მარტს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.
"პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად იმუშაონ საგარეო პოლიტიკის იმ საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესებშია. ასეთ საკითხებს შორის მან რუსეთი და ჩინეთი დაასახელა. ამასთან, აღნიშნა, რომ საჭიროა აშშ-ევროკავშირის ჩართულობის გაგრძელება თურქეთთან, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით", – აცხადებენ თეთრ სახლში.


