Accentnews.ge
ბაიდენი: "რთული იქნება ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა 1 მაისამდე მოესწროს, თუმცა ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ჩვენი ჯარისკაცები 2022 წელს აღარ იქნებიან"

ბაიდენი: "რთული იქნება ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა 1 მაისამდე მოესწროს, თუმცა ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ჩვენი ჯარისკაცები 2022 წელს აღარ იქნებიან"

25/03/2021 19:41:25 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის განცხადებით, რთული იქნება ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა 1 მაისამდე მოესწროს.

მისივე თქმით, იგი ფიქრობს, რომ ავღანეთში აშშ–ის ჯარისკაცები 2022 წელს აღარ იქნებიან.

2020 წლის თებერვალში დოჰაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და "თალიბანის" დელეგაციას შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ავღანეთი საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა 2021 წლის 1 მაისისთვის უნდა დატოვონ.

ავღანეთში NATO-ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" (RSM) ამჟამად დაახლოებით, 10 000 ჯარისკაცი იმყოფება. ამ კონტინგენტის დაახლოებით, მეოთხედს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები შეადგენს. ქვედანაყოფის სიდიდით კოალიციურ ძალებში საქართველო მეოთხე ადგილზეა 870 სამხედრო მოსამსახურით.

23 მარტს NATO– ს საგარეო საქმეთა მინისტრიალზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საკითხი ღიაა და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე საჭიროა დამატებითი კონსულტაციების გაგრძელება მოკავშირეებს შორის. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ორ ფაქტორზე: უნდა არსებობდეს გარანტია, რომ ავღანეთი აღარასოდეს გადაიქცევა ტერორისტების თავშესაფრად და კოალიციური ჯარების გაყვანა უნდა მოხდეს NATO–ს შიგნით სრული კონსენსუსის დაცვით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S