Accentnews.ge
აჭარის მაღალმთიანეთში მეწყერების გამო ჩაკეტილი გზების უმრავლესობა გაიხსნა

აჭარის მაღალმთიანეთში მეწყერების გამო ჩაკეტილი გზების უმრავლესობა გაიხსნა

25/03/2021 17:54:24 საზოგადოება

აჭარის მაღალმთიანეთში მეწყერების გამო ჩაკეტილი გზების უმრავლესობა გაიხსნა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

მეწყრული პროცესის მოცულობიდან გამომდინარე, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების და შუახევის მუნიციპალიტეტი ცხემლისი-დარგულას, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების საავტომობილო გზებზე.

ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ შემოვლითი გზებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S