Accentnews.ge
"სირცხვილიამ" აქცია დააანონსა: "3 აპრილს კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად დავარღვევთ "კომენდანტის საათს"

"სირცხვილიამ" აქცია დააანონსა: "3 აპრილს კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად დავარღვევთ "კომენდანტის საათს"

25/03/2021 12:29:45 საზოგადოება

"კომენდანტის საათის" მოხსნის მოთხოვნით მოძრაობა "სირცხვილიამ" კიდევ ერთი აქცია დააანონსა.

3 აპრილს მსვლელობა 17 საათიდან შემდეგი ლოკაციებიდან დაიწყება:

• ვასო გოძიაშვილის (წითელი) ბაღი - “სირცხვილია”

• ივანე ჯავახიშვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - “სოცაფეთქება”, “დროა”

• ვაკის პარკი - “გირჩი”

• ორთაჭალა (პროკურატურის წინ) - “მოძრაობა საქართველოსთვის”

"მსვლელობები ერთმანეთს შეუერთდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საერთო მსვლელობით მივალთ პარლამენტის წინ, 18:00 საათზე. 21:00 საათზე პარლამენტის წინ, კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს. საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ", - ნათქვამია "სირცხვილიას" განცხადებაში.

საქართველოში 21 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S