"ჩვენი ამოცანაა, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, წინაღობა გაკეთდება, რაც დროებითი ღონისძიება იქნება"
25/03/2021 12:06:11 საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ ვაშლიჯვარში მეწყერის შეჩერებაზე გეგმა უკვე შემუშავდა. მისი თქმით, დროებით გაკეთდება წინაღობა, რათა შემდეგ შემაკავებელი ღონისძიებებიც გატარდეს.
"ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა ახლა უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის, რომ თვითონ ამ ფერდს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. თუმცა გასაგები რომ იყოს, ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ ახლა აქტიური მეწყერის გადაადგილება, რომელიც მოძრაობაშია. ვინაიდან წინაღობა გაკეთდება, ეს იქნება დროებითი, ამის შემდეგ მოხდება უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა უშუალოდ მეწყერულ ადგილზე, შემდეგ მოხდება გარკვეული სახის მიწის მასების მოჭრა და გატანა. ტერასული ტიპით უნდა განხორციელდეს აქ გარკვეული სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ უნდა მოხდეს ე.წ. დანკერების პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ეს მცოცავი ფერდი რაც არის, ამისი შეჩერება სხვა ღონიძიებებთან ერთად მოხდეს ასევე ამ დანკერული პრინციპით,“-განაცხადა ბენდელიანმა.
მისივე თქმით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, თუმცა მთლიანი ღონისძიების დასრულების პერიოდი ამ ეტაპზე ცნონილი არ არის.
"რაც შეეხება მოძრაობას, აღდგება იმ ეტაპზე, როცა დავრწმუნდებით, რომ გადაადგილება არის უსაფრთხო", - განაცხადა ბენდელიანმა.


