Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: "ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა, რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად"

აშშ–ის საელჩო: "ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა, რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად"

25/03/2021 12:03:05 საზოგადოება

საქართველოში აშშ–ის საელჩოს განცხადებით, ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა, რაც COVID-19-თან საბრძოლველად სადღეისოდ არსებობს.

"სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ COVAX-ისა ($4 მილიარდი) და UNICEF-ის უმსხვილესი დონორია. ისინი ეხმარებიან ვაქცინების მიწოდებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში", – აცხადებენ საელჩოში.

ცნობისთვის: საქართველოში პირველი აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინაც შემოვიდა. "ფაიზერის" 29 250 დოზა გაიყოფა და ვაქცინის ამ პარტიით მხოლოდ 14 500 ადამიანი ისარგებლებს.

საქართველომ ვაქცინები COVAX-ისა და UNICEF-ის დახმარებით მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S