Accentnews.ge
"თუ გვექნება აუთვისებელი ვაქცინები, ლოგიკურია, არავინ მოგვცემს დამატებით დოზებს"

"თუ გვექნება აუთვისებელი ვაქცინები, ლოგიკურია, არავინ მოგვცემს დამატებით დოზებს"

25/03/2021 11:25:00 საზოგადოება

"თუ გვექნება აუთვისებელი ვაქცინები, ლოგიკურია, არავინ მოგვცემს დამატებით დოზებს", – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

"თუ ქვეყანას ექნება აუთვისებელი ვაქცინები, ლოგიკურია, რომ არავინ აღარ მოგვცემს დამატებით დოზებს. მსოფლიოს აუარება ქვეყნები დგანან ვაქცინის მიღების რიგში. მორალურადაც არ ვიქნებით სამართლიანები, შენახული გვქონდეს ვაქცინები და სადღაც ადამიანები იღუპებოდნენ. ყველაზე მეტად კოლეგების დამოკიდებულება მაშფოთებს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალი ასეთ პასიურობას გამოიჩენდა. [...] როგორც კი ციფრები მოიმატებს და ჰოსპიტლებში ადამიანების რაოდენობა მოიმატებს, ადამიანების მოტივაცია ამის პარალელურად გაიზრდება. ჩვენ უნდა დავასწროთ ამას", – აცხადებს კულუმბეგოვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია 406–მა ადამიანმა გაიარა, მათ შორის, 35 მედიკოსია, 371 – 65 წელს ზემოთ მოქალაქე.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, აცრილია მედიცინის 4 152 მუშაკი.

ცნობისთვის: საქართველოში პირველი აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინაც შემოვიდა. "ფაიზერის" 29 250 დოზა გაიყოფა და ვაქცინის ამ პარტიით მხოლოდ 14 500 ადამიანი ისარგებლებს.

"ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესი 30 მარტიდან დაიწყება. ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 - თბილისში. თბილისის კლინიკებია - ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S