Accentnews.ge
გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, გართულებები ჰქონდეს

გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, გართულებები ჰქონდეს

25/03/2021 11:13:59 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები ჰქონდეს.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსზე „ფაიზერით“ ვაქცინაციისას პაციენტს შეეკითხებიან, გამოყენებული აქვს თუ არა ფილერი.

„ფაიზერის“ „ჩექლისტს" ერთი კითხვა დაემატა. ვისაც ხშირად აქვს გამოყენებული ფილერი, „ფაიზერის" იმუნიზაციის შემდეგ შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან",-აცხადებს გამყრელიძე.

რა არის ფილერი

ფილერი არის შემავსებელი. ის გამოიყენება თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტების შესავსებად. აღსანიშნავია, რომ დიდი უპირატესობით სარგებლობს ასაკობრივი ცვლილებების დასაკორექტირებლად. რიგ ფილერს შეუძლია, აღადგინოს ქსოვილის მოცულობა მაღალი ესთეტიკით, შეინარჩუნოს ფორმა და ქსოვილებთან ინტეგრირდეს 100% შეთავსებით.

ცნობისთვის: საქართველოში პირველი აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინაც შემოვიდა. "ფაიზერის" 29 250 დოზა გაიყოფა და ვაქცინის ამ პარტიით მხოლოდ 14 500 ადამიანი ისარგებლებს.

"ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესი 30 მარტიდან დაიწყება. ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 - თბილისში. თბილისის კლინიკებია - ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S