Accentnews.ge
სოფელ ქვახვრელთან უხვი ნალექის გამო წარმოქმნილი კუნძულიდან მაშველებს წვრილფეხა პირუტყვი ნავით გამოჰყავთ

სოფელ ქვახვრელთან უხვი ნალექის გამო წარმოქმნილი კუნძულიდან მაშველებს წვრილფეხა პირუტყვი ნავით გამოჰყავთ

25/03/2021 11:02:43 საზოგადოება

შიდა ქართლში, სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო წარმოქმნილი კუნძულიდან მაშველებს წვრილფეხა პირუტყვი ნავით გამოჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 24 მარტს უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი. მისივე ცნობით, ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარისა და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა გადაწყვიტა კუნძულზე დარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის მოაწყო ღამის გასათევი. მეხანძრე-მაშველები დარჩნენ ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარალელურად, დაიწყო წყლის დონის მონიტორინგი.

დილიდან შესაძლებელი გახდა საბაგირო გზის მოწყობა, რამაც მეხანძრე-მაშველებს საშუალება მისცა, წვრილფეხა პირუტყვი უსაფრთხო ადგილზე გამოეყვანათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S