Accentnews.ge
ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკვშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა ჩაიკეტა

ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკვშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა ჩაიკეტა

25/03/2021 09:56:19 საზოგადოება

მეწყერის ჩამოწოლის გამო ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკვშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა ჩაიკეტა.

მეწყრული პროცესების აქტიურობის გამო, აღნიშნული გზის სოფელ ლაჯანის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერ ვერ ხერხდება.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს მეწყრული პროცესის შეჩერებისთანავე დაიწყებს.

რაც შეეხება გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს, მარგველიძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მათთან კომუნიკაციაშია და მათთვის მედიკამენტების და პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდება დროულად მოხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S