დღეს 18:00 საათიდან მოქალაქეები შეძლებენ ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე რეგისტრაციის პერიოდში “ფაიზერასა” და “ასტრაზენეკას” შორის არჩევანი გაკეთონ
25/03/2021 09:09:40 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს 18:00 საათიდან მოქალაქეები შეძლებენ ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე რეგისტრაციის პერიოდში “ფაიზერასა” და “ასტრაზენეკას” შორის არჩევანი გაკეთონ.
მისი თქმით, "ფაიზერის" 29 250 დოზა გაიყოფა და ვაქცინის ამ პარტიით მხოლოდ 14 500 ადამიანი ისარგებლებს.
"ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესი 30 მარტიდან დაიწყება. ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 - თბილისში. თბილისის კლინიკებია - ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“.
ცნობისთვის: საქართველოში პირველი აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინაც შემოვიდა. დღეიდან ვაქცინაციაზე რეგისტრაცია მედიკოსების გარდა, 65 წლის ზემოთ მოსახლეობას შეეძლება.


