Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, როდისთვის "შეიძლება, იზრუნოს ქვეყანამ "კომენდანტის საათის" ცვლილებებზე"

გამყრელიძე განმარტავს, როდისთვის "შეიძლება, იზრუნოს ქვეყანამ "კომენდანტის საათის" ცვლილებებზე"

25/03/2021 09:10:14 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, "კომენდანტის საათისა" და გადაადგილების შეზღუდვის შემქუბუქებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო სიფრთხილის გამოჩენას ამჯობინებს.

„ეპიდსიტუაცია გაუარესების ტენდენცია აქვს, მაგრამ ეს არაა ნახტომისებური, როგორც გვქონდა სექტემბრიდან ოქტომბერში. შემსუბუქების ფონზე გასამკაცრებელია პირბადის ტარების მაჩვენებელი, დიდი შეკრებების აკრძალვა და აცრების ინტენსიფიკაცია. "კომენდანტის საათი" არაა ქართული გამოგონება - ითვლება ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა საჭირო. შემსუბუქებაზე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი-აპრილი, მაისში შევალთ კარგი იმედით. მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ "კომენდანტის საათის" ცვლილებებზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S