"ნამდვილად ვეღარ გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ"
25/03/2021 09:00:01 საზოგადოება
"ნამდვილად ვეღარ გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნია აღნიშნავს, რომ გაზრდილი მობილობა, განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირების ფონზე, ვირუსის შემთხვევების ზრდასთან პირდაპირ პროპორციულ კავშირშია.
"პირველ რიგში, შემთხვევების ზრდის გამომწვევი მიზეზი არის აქტივობა, მობილობა იმ პირობებში, რომ პირბადის გამოყენების მაჩვენებელი არის შემცირებული. სიფრთხილე გვმართებს იმ კუთხით, რომ წესები, რომლებიც არსებობს, არის საკმაოდ ეფექტური და უნდა დავიცვათ. ასევე, ტესტირების პროგრამა არის უკიდურესი მნიშვნელობის და გრძელდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ ინფიცირებული პირების იდენტიფიცირება. ეს არის ორი მექანიზმი, რაც ჩვენთის დღეს მთავარი დაცვაა. წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, თუ რომელიმე რეგიონში ეპიდემიური სურათი იქნება უფრო სარიკსო და ნამდვილად ვეღარ გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ გადავიტანეთ ნოემბერ-დეკემბერში. ამდენად, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს. რეგიონულ ანალიზს ვატარებთ ყოველდღიურად და გადაწყვეტილებებიც მიიღება შესაბამისად. გურიაში ხვალ ვგეგამვთ ვიზიტს, ადგილზე დეტალურად შევისწავლით სიტუაციას. არის გარკვეული ნიშნები იმისა, რომ იმერეთში შესაძლოა, მატების ტენდენცია იყოს უფრო ქტიური, ვიდრე სხვაგან. ადგილობრივი წარმომადგენლების ჩართულობით ამ ანალიზს გავაკეთებთ და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


