Accentnews.ge
გაბუნია: "იგეგმება, საკანონმდებლო გარემო ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში საფუძვლიანად გადაიხედოს"

გაბუნია: "იგეგმება, საკანონმდებლო გარემო ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში საფუძვლიანად გადაიხედოს"

25/03/2021 08:50:38 საზოგადოება

"ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ საკანონმდებლო გარემო ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში საფუძვლიანად გადაიხედოს", – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კითხვას ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმებთან კონკრეტული წამლის დანიშვნის სანაცვლოდ შესაძლო გარიგებაზე.

მისი თქმით, ამ ტიპის კომუნიკაცია ფარმაცევტულ კომპანიასა და სამედიცინო პერსონალს შორის კანონმდებლობით იკრძალება.

"თუ ასეთი შემთხვევა ჩვენ ყურამდე მოვიდა, ამაზე რეაგირება კანონმდებლობის ფარგლებში გვაქვს, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია, პროფესიული ჯგუფების აქტივობა და ის, რომ პრევენციულად მსგავსი შემთხვევები დაშვებული არ იყოს. საკმაოდ რთულია, ცალსახად ვისაუბროთ, რა ტიპის შემთხვევებთან გვაქვს საქმე და არის ეს პროფესიული კომუნიკაცია, თუ რაიმე რეალურად გადაცდომა ამ საკანონმდებლო ნორმებიდან. თუმცა, საყურადღებო საკითხია და ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო გარემო ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში საფუძვლიანად გადაიხედოს და ჯანდაცვის კომიტეტიც მზადაა, ეს საკანონმდებლო პროცესი მალევე გააქტიურდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S