საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის პროცესი 30 მარტიდან დაიწყება
25/03/2021 08:30:05 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის პროცესი 30 მარტიდან დაიწყება.
„უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათიდან, რადგან კლინიკებში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული და „ფაიზერის“ ვაქცინაციაზე სრულად გადმოწყობა სამშაბათი დღიდან მოხერხდება 6 კლინიკაში. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ცენტრები ისევ გაიხსნება“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის: საქართველოში პირველი აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინაც შემოვიდა.


