პუტინი Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა (?)
25/03/2021 08:27:49 მსოფლიო
კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტი Coid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
დiმიტრი პესკოვს არ დაუკონკრეტებია ვაქცინა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა გაიკეთა. მისი თქმით ისე სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთია. მისივე თქმით სამივე რუსული ვაქცინა სანდოა.
სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ვლადიმერ პუტინი დახურულ კარს მიღმა აიცრა. ამასთან დაკავშირებით პესკოვმა აღნიშნა, რომ „პუტინს კამერების წინ ვაქცინაცია არ უყვარს“.
ამ დროისთვის Sputnik V ერთადერთი რუსული ვაქცინაა, რომლითაც მოსახლეობას მასობრივად ცრიან. წარსულში პესკოვმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, თუმცა არა პრეზიდენტისთვის, რადგან „პრეზიდენტი ჩვეულებრივი ადამიანი არ არის“. ვაქცინაციის მიმართ ამგვარმა მიდგომამ Sputnik V-ის მიმართ არაერთი კითხვა გააჩინა. ამ კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არ არსებობს.
რაც შეეხება სხვა რუსულ ვაქცინებს - ვექტორის ინსტიტუტის (ნოვოსიბირსკი) მიერ შემუშავებული EpiVacCorona და ჩუმაკოვის ინსტიტუტის (პეტერბურგი) შექმნილი CoviVac მასობრივად არ გამოიყენება და მათ მიმართ ნდომა რუსეთშიც არ არსებობს, იმის მიუხედავად რომ პესკოვის განცხადებით „სამივე რუსული ვაქცინა სანდოა“.
აქედან გამომდინარე ძნელი დასაჯერებელი რუსეთის პრეზიდენტი საცდელი ობიექტის როლში ყოფილიყო და რომელიმე ამ ვაქცინით აცრილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, ბევრის აზრით, პუტინი საერთოდ არ აცრილა. ნაწილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ლიდერი უცხოური წარმოების რომელიმე ვაქცინით აიცრა, რაც კამერების წინ თავისთავად ვერ მოხდებოდა.
პესკოვის განცხადება, რომელის მიხედვითაც „პუტინს კამერების წინ ვაქცინაცია არ უყვარს“ ასევე ნაკლებად დამაჯერებელია, თუ გავითვალისწინებთ მის პოზირების უნარებს, როდესაც ის წელს ზევით შიშველი ცხენზეა ამხედრებული, ან თევზაობს.
ცნობისთვის: "ვაქცინირების" შემდგომი დღეები პუტინმა თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან ერთად ტაიგაში გაატარა.
წყარო: Georgian Institute for Security Policy GISP


