Accentnews.ge
"მაშინ, როდესაც გარკვეული არ იყო ზუსტი თარიღი, როდის იქნებოდა ვაქცინა, თუ ჩვენ აგრესიულ კამპანიას გავმართავდით, ეს გარკვეუწილად მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული"

"მაშინ, როდესაც გარკვეული არ იყო ზუსტი თარიღი, როდის იქნებოდა ვაქცინა, თუ ჩვენ აგრესიულ კამპანიას გავმართავდით, ეს გარკვეუწილად მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული"

25/03/2021 07:50:54 საზოგადოება

"მაშინ, როდესაც გარკვეული არ იყო ზუსტი თარიღი, როდის იქნებოდა ვაქცინა, თუ ჩვენ აგრესიულ კამპანიას გავმართავდით, ეს გარკვეუწილად მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ. საბჭოში გვყავს საერთაშორისო პარტნიორების გუნდი და ასევე, საერთაშორისო კომპანია, რომელიც კონკრეტულ მითითებებს გვაძლევს, თუ როგორი უნდა იყოს სტრატეგიული კამპანია. მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც გარკვეული არ იყო ზუსტი თარიღი, თუ როდის იქნებოდა ვაქცინა და ასევე, უცნობი იყო, თუ რომელი ვაქცინა იქნებოდა პირველი, ეს გარკვეუწილად მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუ ჩვენ აგრესიულ კამპანიას გავმართავდით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, დავლოდებოდით პროცესების განვითარებას, რომელიც საქართველოზე არ არის დამოკიდებული, არამედ გლობალურად არის გარკვეული შეფერხებები მოწოდებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S