Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომელ კლინიკებში იქნება შესაძლებელი "ფაიზერის" ვაქცინით აცრა

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომელ კლინიკებში იქნება შესაძლებელი "ფაიზერის" ვაქცინით აცრა

25/03/2021 07:40:15 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც უკვე საქართველოშია, სამ დიდ ქალაქში გადანაწილდება და 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი ვაქცინაცია.

მინისტრის ინფორმაციით,“ფაიზერის“ ვაქცინის დოზები 14 000 ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

"მივიღეთ„ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 ათასი პირისთვის, გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში“ მეორე ნაკადზე დალოდება. რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს ამით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ისიც, რომ ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 - თბილისში. თბილისის კლინიკებია - ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S