Accentnews.ge
სუეცის არხში გემის გაჭედვამ მსოფლიოში  ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის გადაკეტვა გამოიწვია

სუეცის არხში გემის გაჭედვამ მსოფლიოში  ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის გადაკეტვა გამოიწვია

25/03/2021 06:46:45 მსოფლიო

სუეცის არხში გიგანტური გემის გაჭედვამ ხომალდების საცობი შექმნა, აღნიშნულმა კი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის გადაკეტვა გამოიწვია: პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Ever Given, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა (გემი არხის გავლით წითელი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვისკენ მიცურავდა), სიმძლავრე დაკარგა და არხში სიგანეზე გაიჭედა.

გაჭედილი 400 მეტრი სიგრძის გემის გამოსაყვანად 8 საბუქსირე გემი მუშაობს. ვიდრე გზა გაიხსნება, სუეცის არხის მისადგომებთან ბევრი დიდი ზომის სატვირთო გემი დაგროვდა, რაც სატრანსპორტო კოლაფსის საშიშროებას ქმნის. აღსანიშნავია, რომ შეჩერებული სატვირთო გადაზიდვა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქონლის გადაადგილებას: სუეცის არხი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნავთობის ტრანსპორტირების საქმეში.

მომხდარი უკვე აისახა ნავთობის ფასებზე – ნავთობის ფასი გაიზარდა.

ცნობისთვის: გლობალური საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით ათი პროცენტი სუეცის არხზე გადის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S