ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 399 შემთხვევა გამოვლინდა
25/03/2021 06:46:23 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 399 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 356 პირი.
დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 25 638 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 093, პისიარტესტით – 10 545.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,56 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,58 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,92 პროცენტი.
კარანტინის რეჟიმშია 262, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 515 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 195 პირი.
ამასთან, 24 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 254 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 027 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 278 პირი გამოჯანმრთელდა, 3 732 პაციენტი გარდაიცვალა.


