დღეიდან ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 65 წლის ზემოთ მოსახლეობას შეეძლება
25/03/2021 05:33:23 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეიდან 65 წლის ზემოთ მყოფი პირებისთვის ვაქცინაცია დაიწყება.
„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი 75 და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, შესაბამის პორტალზე რეგისტრაცია 25 მარტიდან იქნება შესაძლებელი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებიც შედიან.
ამასთან,ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაცით, 25 მარტიდან, მედიცინის მუშაკებს და 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინით დაიწყო. დღეს ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინაც შემოვიდა.


