
ტაისონი ჰოლიფილდს მაინც შეხვდება
24/03/2021 17:12:46 მსოფლიო
54 წლის მაიკ ტაისონსა და 58 წლის ევანდერ ჰოლიფილდს შორის ბრძოლა მაინც გაიმართება. ტაისონმა რინგზე გასვლის მზადყოფნა გამოთქვა.
ვეტერანი მოკრივეების ბრძოლა 29 მაისისთვის იყო დაგეგმილი. ორიოდ დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ტაისონის პოზიციის გამო მისი ჩაშლის შესახებ: ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი 15 მლნ დოლარიანმა ჰონორარმა არ დააკმაყოფილაო. თუმცა ერთ დღეში თავად ტაისონმა გააკეთა განცხადება შეხვედრისთვის მზადყოფნის თაობაზე და მეტოქის დამარცხების პირობაც დადო.
ტაისონი და ჰოლიფილდი რინგზე ორჯერ შეხვდნენ. 1996 წელს ევანდერმა მაიკის ნოკაუტირება მოახდინა, 1997 წელს კი დისკვალიფიცირებულ იქნა და დამარცხებულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ტაისონს ყურზე უკბინა.