ინდოეთი „ორმაგი მუტანტის“ შესახებ იუწყება, რომელიც კოვიდის სხვა მუტაციებთან მსგავსებას არ ამჟღავნებს
24/03/2021 16:21:12 მსოფლიო
ინდოეთი კორონავირუსის „ორმაგი მუტანტის“ სახეობის აღმოჩენის შეახებ იუწყება. ამის სესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ გარდა „ორმაგი მუტანტისა“, აღმოჩენილია კიდევ სხვა, მრავალი სახეცვლილი ვარიანტები.
მინისტრის თქმით, აღნიშნული შედეგი უწყებამ ქვეყნის 18 შტატში ჩატარებული კვლევების შემდეგ მიიღეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 47 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო თვის მანძილზე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. კორონავირუსით ჯამში, ინდოეთში, 11 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით ახალი მუტაცია აღმოჩენილია ახალი ნიმუშების 15-20 პროცენტში და მათ ორგანიზმის იმუნური სისტემისგან თავის დაღწევა და დაინფცირების მაღალი, გაზრდილი მაჩვენებელი გააჩნიათ.
მინისტრი ამბობს, რომ ახალი მუტაციური ვარიანტი წინა მუტაციებთან მსგავსებას არ ამჟღავნებს.


