ვაქცინაცია შესაძლოა, საყოველთაო გახდეს
24/03/2021 13:07:08 საზოგადოება
პასიურობის შემთხვევაში ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა, საყოველთაო გახდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"ორი საბჭოა - ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე, იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არცერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს გამორიცხული არ არის. შესაძლოა, რომ ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნება, შესაძლოა გახსნილი, საყოველთაო იყოს", – აცხადებს ცერცვაძე.


