Accentnews.ge
თურქეთმა სირიასა და ირანთან საზღვარზე თითქმის 1000-კმ-იანი კედლები ააგო

თურქეთმა სირიასა და ირანთან საზღვარზე თითქმის 1000-კმ-იანი კედლები ააგო

24/03/2021 13:29:39 მსოფლიო

საკუთარი საზღვრების დაცვის პროექტის ფარგლებში თურქეთმა სირიასთან საზღვარზე - 836 კმ, ირანთან საზღვარზე კი 135 კმ-იანი დამცავი კედელი აღმართა, - ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მისივე თქმით, კედლების მშენებლობის გარდა, გაგრძელდა გზები პატრულირებისთვის, დამონტაჟდა განათების სისტემა, სათვალთვალო კამერები, თურქეთის დასავლეთ და აღმოსავლეთ საზღვრებზე აიგო 211 სადაზვერვო და კავშირგაბმულობის 130 ანძა, მართვის 129 ცენტრი და 497 გადამცემი.

"როდესაც პროექტის რეალიზება დასრულდება, თურქი მესაზღვრეები დასავლეთით - 472-დან 350, აღმოსავლეთით კი 1180-დან 740 სასაზღვრო კმ-ის სრულ კონტროლს შეძლებენ" - აღნიშნა მინისტრმა.

ცალკე აწარმოებს თურქეთი საზღვაო საზღვრების გამაგრებას შავი, ეგეოსისა და მარმარილოს ზღვების მიდამოებში. მონტაჟდება სადაზვერვო პუნქტები, ვიზუალური კონტროლის სპეცსისტემები, რადიოსალოკაციო აღჭურვილობა.

როგორც მინისტრმა განმარტა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლიდან ხმელთაშუა ზღვაში 21 250 მიგრანტი დაიხრჩო. ამასთან, გასული წლის შედეგებით, თურქეთის ტერიტორიაზე ჯამში თითქმის 3,7 მლიონი ლტოლვილი დაფიქსირდა სირიიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S