Accentnews.ge
ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა

ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა

24/03/2021 12:39:25 საზოგადოება

ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია შემდეგი მიმართულებებით: დიდაჭარა-საციხური-გელაურა, ცხემლისი-დარგულა, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეები, მერისი-სიხალიძეები.

უწყების ცნობით, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ შემოვლითი გზებით. დაზიანებულ გზებზე 35 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის ბოლომდე ძირითად მიმართულებებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S