პირველადი კვლევით, ცაგერში ადგილი აქვს ძველი მასშტაბური მეწყრის გააქტიურებას
24/03/2021 12:35:23 საზოგადოება
გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგების ჯგუფის პირველადი კვლევების მიხედვით, ცაგერში ადგილი აქვს ძველი მასშტაბური მეწყრის გააქტიურებას. სპეციალისტები ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე ეცნობიან.
"მეწყრის მასშტაბურობიდან და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ზემოთ აღნიშნული გზის აღდგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს სოფლის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევა, რაშიც აქტიურად არის ჩართული გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი. ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ გადაცემული იქნა შესაბამისი უწყებებისთვის", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


