Accentnews.ge
პასუხი პროტესტზე: „ბოლტ ფუდმა“ გაფიცულ კურიერებს აპლიკაცია დაუბლოკა

პასუხი პროტესტზე: „ბოლტ ფუდმა“ გაფიცულ კურიერებს აპლიკაცია დაუბლოკა

24/03/2021 11:30:01 ეკონომიკა, საზოგადოება

მიტანის სერვისის განმახორციელებელმა კომპანია „ბოლტ ფუდმა“ 23 მარტს გაფიცულ კურიერებს აპლიკაცია დაუბლოკა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მსგავს ზომებს ის კურიერები დაექვემდებარენ, რომელთა იდენტიფიცირება კომპანიამ შეძლო. კურიერები ვარაუდობენ, რომ პროცესი გაგრძელდება.

მათივე თქმით, აღნიშნულ ზომებს კომპანიამ გაფრთხილების გარეშე მიმართა.

„ბოლტ ფუდის“ კურიერებმა თავიანთი მოთხოვნებით ესტონეთში კომპანიის სათაო ოფისსაც მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ და მათთვის ბუნდოვანია, აპლიკაციის დაბლოკვის გადაწყვეტილება კომპანიის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ მიიღო თუ სათავო ოფისმა.

კურიერები ტარიფებისა და სამუშაო პირობების გადახედვის მოთხოვნით გაფიცვას დღესაც აგრძელებენ. აქცია ამ წუთებში სპორტის სასახლესთან მიმდინარეობს, სადაც 100-მდე კურიერია შეკრებილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S