ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო 45 წუთამდე იზრდება
24/03/2021 09:03:54 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“ ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება.
"ბრიგადები, რომელიც მობილიზებული უნდა იყოს „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის ცენტრების ადგილზე, ეს არის სულ მცირე 3 ბრიგადა. იმის მიხედვით, როგორი იქნება მოთხოვნა, დაწესებულებებთან ვიმსჯელებთ იმაზე, რომ მათ მოახდინონ კიდევ დამატებითი ბრიგადების მობილიზება, რადგან არ შეიქმნას შეფერხება. კიდევ ერთი სიახლე მოთხოვნებში არის 30 წუთის ნაცვლად 45 წუთი დაყოვების პერიოდი ვაქცინაციის შემდეგ, ორივე ვაქცინის შემთხვევაში“,- განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 15 მარტიდან მიმდინაროებს.


