Accentnews.ge
„ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას“

„ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას“

11/07/2019 11:22:12 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.

ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან  თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა – ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავეცი დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში – როგორც პოზიციას, ისე – ოპოზიციას. მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას. დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში – განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის: დონალდ ტუსკი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S