Accentnews.ge
საქართველოს სამი რეგიონი შესაძლოა, "წითელ ზონად" გამოცხადდეს

საქართველოს სამი რეგიონი შესაძლოა, "წითელ ზონად" გამოცხადდეს

24/03/2021 07:36:17 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს სამი რეგიონი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებით ლიდერობს, შესაძლოა, "წითელ ზონად" იქცეს.

"შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა უკვე, ვინაიდან ჩვენ საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც შუქნიშანზე ვაკვირდებით, უკვე წითლის მიმართულებით მიდის აქტიურად. ეს არის ამ ეტაპისთვის იმერეთი, გურია და სხვათაშორის, თბილისიც, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. დადებითობის კოეფიციენტი არის 2,2, ასევე, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1-ს აღემატება, რაც, რა თქმა უნდა, მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ გამორიცხავთ შეზღუდვების დაწესებას", - განაცხადა ტიკარაძემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის: დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში დაფიქსირდა 237 შემთხვევა, აჭარაში - 29, იმერეთში - 51, ქვემო ქართლში - 48, შიდა ქართლში - 22, გურიაში - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 34, კახეთში - 11, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 628 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 922 პირი გამოჯანმრთელდა, 3 722 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S