Accentnews.ge
დეპუტატი ლადო კახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

დეპუტატი ლადო კახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

24/03/2021 07:29:17 საზოგადოება

"ქართული ოცნების" დეპუტატმა და ექიმმა ლადო კახაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

„აცრა არის ამ სივერაგიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, საერთოდ არ მიგრძვნია, როგორ გამიკეთეს, ადგილობრივი რეაქცია არ მქონია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა და სირთულე დავძლიოთ. წინ გველოდება ნახტომისებური განვითარება, რომელსაც ჯანმრთელები უნდა შევხვდეთ. ვაქცინაცია არის აბჯარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აცრილი ადამიანის ორგანიზმში ვირუსი მოხვდება, ანტისხეულები მას გაანადგურებს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ექიმებს და ასაკობრივ ადამიანებს ვაქცინაციის მხრივ გააქტიურებისკენ. მე ვაკმაყოფილებ როგორც პროფესიულ, ისე ასაკობრივ კრიტერიუმს“, - განაცხადა კახაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S