კოვიდ–ინფიცირების 450 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი
24/03/2021 06:49:38 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
„კოვიდ-19“-ით ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 254 პაციენტი.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.93 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –1.59 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 22, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – ერთი, სამცხე-ჯავახეთი – ნული, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 718, აჭარაში – 161, იმერეთში – 280. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 303 პირი, მათ შორის, თბილისში – 135, აჭარაში – 25, იმერეთში – 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი, მათგან თბილისში – 61, აჭარაში – სამი, იმერეთში – 12. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 130 – თბილისში, 40 – აჭარაში.
2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 156, ხოლო აჭარაში – 94. სულ 6 ოქტომბრიდან – 23 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 820 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 089 პირი, აჭარაში – 680, იმერეთში – 891.


