
ლეჩხუმში მეწყერი ჩამოწვა, 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
24/03/2021 06:46:40 რეგიონები
ლეჩხუმში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის დიდი მასა ხანგრძლივი და გადაუღებელი წვიმების გამო ჩამოიშალა.იმის გამო რომ მეწყრული პროცესები იქ ახლაც აქტიურია, ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ იწყება.
10 ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მნიშვნელოვნად არის დაზიანებული საავტომობილო გზაც. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ალტერნატიული გზის გახსნას გეგმავს, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ამინდის გამოსვლასთან ერთად დაიწყება.