ჯანმო: "ზედიზედ მეოთხე კვირაა, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები იზრდება"
24/03/2021 06:30:47 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზედიზედ მეოთხე კვირაა, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები იზრდება.
როგორც ჯანმო–ში აცხადებენ, გასულ კვირას გლობალურად 3,3 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დასავლეთ წყნარი ოკეანის, ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ფიქსირდება.
რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელს, მისი ცნობით, 6-თვიანი კლების შემდეგ 60 000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევების თითქმის 80% ევროპასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის.


