Accentnews.ge
„ლუფთჰანზა“ ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს

„ლუფთჰანზა“ ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს

24/03/2021 06:31:06 ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ პირველი ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

„რეგულარულ ფრენები ფრანკფურტიდან კვირაში ოთხი სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

ასევე, ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S