Accentnews.ge
ხაზარაძე: „გთავაზობთ, შეიქმნას მოძრაობა „არ დატოვო სახლი“

ხაზარაძე: „გთავაზობთ, შეიქმნას მოძრაობა „არ დატოვო სახლი“

24/03/2021 06:12:51 საზოგადოება

„ლელოს“ დამუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამა უნდა ამოქმედდეს და გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მოძრაობა „არ დატოვო სახლი“.

„დღეს უბრალო ადამიანები შიშველი ხელებით ებრძვიან ოკუპაციას...მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც გაყოფილი ქვეყნის ეგრეთ წოდებულ საზღვართან იქმნება და მოქმედებს სპეციალური პროგრამები, ეკონომიკური თუ სოფლის მეურნების განვითარების ცალკეული პროექტები, წესდება საგადასახადო შეღავათები, რაც აძლიერებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას. სწორედ ასეთი პროგრამაა საჭირო ჩვენს გამყოფ ხაზთან მდებარე 80-ზე მეტი სოფლის მხარდასაჭერად. „ლელოს“ აქვს იდეა და გთავაზობთ, შეიქმნას მოძრაობა „არ დატოვო სახლი“ და ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა საზღვრისპირა სოფლების მხარდასაჭერად, იქ მცხოვრები თითოეული ადამიანის დასაცავად და გასაძლიერებლად...“,– წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S