23 მარტის 21:00 სთ-დან 24 მარტის 08:00სთ-მდე კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
23/03/2021 17:03:06 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 23 მარტის 21:00 სთ-დან 24 მარტის 08:00-სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


