Accentnews.ge
გუდამაყარში კლდე ჩამოიშალა, ხეობის 22-ვე სოფლამდე მისასვლელი გზა ჩახერგილია

გუდამაყარში კლდე ჩამოიშალა, ხეობის 22-ვე სოფლამდე მისასვლელი გზა ჩახერგილია

23/03/2021 14:40:03 საზოგადოება

უხვი ნალექის გამო დუშეთის რაიონში, გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა. ხეობის 22-ვე სოფლამდე მისასვლელი გზა კლდის ნაშალმა ჩახერგა.

არსებული ინფორმაციით, გზის გაწმენდა ვერ ხერხდება, რადგან ხეობაში ამ დრომდე ძლიერად წვიმს და კლდის ჩამოშლის საშიშროება კვლავ არსებობს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, უკვე მიმართეს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რათა შეისწავლონ არსებული მდგომარეობა. მისივე თქმით, თუ შესაბამისი უწყებები გზის გაწმენდითი სამუშაოების ნებართავს გასცემენ, გზა გაიწმინდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S