Accentnews.ge
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23/03/2021 12:59:06 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3343 ლარი ეღირება, ევრო – 3.9621 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5877 ლარი.

დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3299 ლარი ღირდა, ევრო – 3.9636 ლარი, ხოლო ფუნტი –4.6089 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.

ცნობისთვის: 22 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. მიმდინარე წელს ეს რიგით მეოთხე აუქციონია. ჯამში, ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს 160 000 000 დოლარი გაყიდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S