Accentnews.ge
ზურაბიშვილი  – ტუსკს: „როდესაც თანამდებობას დატოვებთ, გვეწვიეთ საქართველოში, ქართული ღვინით გიმასპინძლებთ“

ზურაბიშვილი – ტუსკს: „როდესაც თანამდებობას დატოვებთ, გვეწვიეთ საქართველოში, ქართული ღვინით გიმასპინძლებთ“

11/07/2019 11:02:33 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს საქართველოში სტუმრობა შესთავაზა.

კერძოდ,  “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ბათუმში გამართული ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ ზურაბიშვილმა ტუსკს მიმართა:

„როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებთ, გვეწვიეთ საქართველოში, ქართული ღვინით გიმასპინძლებთ“.

როგორც „აქცენტს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურში განუცხადეს, ტუსკმა შეთავაზებაზე პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. 

ცნობისთვის: დონალდ ტუსკი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S